საქართველოს არც აქვს და არც უნდა ჰქონდეს რაიმე როლი უკრაინის საკითხის გადაწყვეტაში. ჩვენ ჩვენი პოლიტიკა გვაქვს, ჩვენ ჩვენს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ჩვენს ტრადიციულ პარტნიორებთან ურთიერთობების შენარჩუნებაზე, განვითარებასა ან გაუმჯობესებაზე ვზრუნავთ.
რაც შეეხება უკრაინის საკითხს და მსოფლიო ძალების გადალაგება-გადმოლაგებას, ეს უკვე ჩანს და დიდი ხანია ნათელი იყო, უბრალოდ, ჩვენ საქართველოს ხელისუფლება ამაზე ღიად ვერ ვსაუბრობდით, რომ, რასაკვირველია, უკრაინის საკითხი გადაწყდება უკრაინის ხელისუფლების აზრის ყველზე ნაკლებად გათვალისწინების გარეშე, რაც არის ტრაგიკული უკრაინელი ხალხისთვის. დიდი სახელმწიფოები მიიღებენ გადაწყვეტილებებს და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ დიდი გადალაგების პროცესში ის ჩვენი პრაგმატული და ეროვნული პოლიტიკა, რომელმაც დღემდე მძიმედ, მაგრამ მშვიდობიანად მოგვიყვანა.