სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმა

მათიკაშვილი ზურაბიშვილზე თავდასხმაზე: ღალატს რომ საზოგადოებამ პასუხი გასცა, გასაგებია

მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ ნულს წარმოადგენს, პირდაპირ შეგვიძლია, მას ასე დავარქვათ - ის აღარ არის ქვეყნის პრეზიდენტი, ის მაინც აგრძელებს საკუთარი სამშობლოს ღალატს, დადის უცხოურ ქვეყნებში და ცდილობს, მაქსიმალურად დააზიანოს ქვეყანა.

საზოგადოებას აქვს თავისი რეაქცია. [...] ღალატს რომ საზოგადოებამ გარკვეული პასუხი გასცა, ესეც გასაგებია.

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, დავით მათიკაშვილმა. 18 თებერვლის დილით, მიუნხენიდან დაბრუნებულ მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს თბილისის აეროპორტში თავს "ტიტუშკები" დაესხნენ და კვერცხები ესროლეს.

კომენტარები