მზია ამაღლობელის საქმე

მელია ამაღლობელზე: რეჟიმს მოშიმშილე ქალი პატიმრის მოკვლა აქვს გადაწყვეტილი

რის დემონსტრირებას ცდილობს რეჟიმი მზია ამაღლობელის სამაგალითოდ დასჯით? მხოლოდ იმის, რომ მისთვის ბევრად ფასეულია რეჟიმის მსახურის შეწითლებული ყურ-ლოყა და განცდილი ტკივილი, ვიდრე ჩვენი, მისი მოწინააღმდეგეების სიცოცხლე? რეჟიმს ყველა პრინციპული ადამიანის არსებობა აფრთხობს და საკუთარი შიშების გაქარწყლებას მათი გატეხვით ცდილობს.

მზია ამაღლობელი უკრძალავს მის ადვოკატებს, კოლეგებსა და ოჯახის წევრებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე აქცენტირებას. თუმცა, მწირი ცნობებიც საკმარისია იმის მისახვედრად, რომ მდგომარეობა უმძიმესია.

რეჟიმს მოშიმშილე ქალი პატიმრის მოკვლა აქვს გადაწყვეტილი, უკან დახევის ეშინია, სიცოცხლისა და სიმართლის მხარეს ყოფნა სისუსტის ჩვენება ჰგონია. მზია ამაღლობელი უნდა გადარჩეს. უნდა გადარჩეს მისი სიცოცხლე და მისი გაუტეხლობა!

წერს facebook-ზე კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია. 38-ე დღეა, მზია ამაღლობელი შიმშილობს.

ვივამედის კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ ამაღლობელის ოჯახის წევრებს, ადვოკატებს, კოლეგებსა და თანამებრძოლებს მიმართა, რომ მზია დაარწმუნონ, საკვები მიიღოს, რათა ლეტალური გამოსავალი თავიდან აიცილონ.

კომენტარები