მზია ამაღლობელის საქმე

გახარია ამაღლობელზე: როგორც მისმა რიგითმა თანამოქალაქემ, მინდა ვთხოვო, შეწყვიტოს შიმშილობა

დღეს ექიმები მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე ალაპარაკდნენ, რაც, სამწუხაროდ,  ნიშნავს იმას, რომ მისი მდგომარეობა, სავარაუდოდ, იმაზე რთულია, ვიდრე გვეუბნებიან.

მზია ამაღლობელმა არამხოლოდ ქვეყანას, მთელს მსოფლიოს აჩვენა ძალა - სიმართლის, სიმტკიცის, შეუპოვრობის, საკუთარი სამშობლოსთვის ბრძოლის. მან ივანიშვილის მოძალადე  ხელისუფლება სრულად გააშიშვლა ფლიდი მორალისგან. 

მზია ამაღლობელი ამ ბრძოლაში ჩვენს ქვეყანას ჯანმრთელი სჭირდება.

ამიტომ, მე როგორც მისმა ერთმა რიგითმა თანამოქალაქემ, მინდა მას ვთხოვო, შეწყვიტოს შიმშილობა.

წერს პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში. 

 ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი 37-ე დღეა შიმშილობს - ის საპატიმროდან კლინიკაში 4 თებერვალს გადაიყვანეს.

ვივამედის კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ დღეს მზია ამაღლობელის კოლეგებს, ოჯახს და ადვოკატებს მიმართა, რომ "დაარწმუნონ მზია სრულად შეასრულოს ჩვენი რეკომენდაცია. ეს პირველ რიგში ეხება საკვების მიღებას, რათა თავიდან იყოს აცილებული ლეტალური გამოსავალი"

კომენტარები