რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 17 თებერვლის ღამეს რუსეთის საჰაერო თავდაცვამ 90 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი და Нептун-МД ტიპის მართვადი რაკეტა გაანადგურა.
ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თავის Telegram არხზე გაავრცელა.
სამინისტროს ინფორმაციით, 38 უპილოტო საფრენო აპარატი ჩამოაგდეს აზოვის ზღვის აკვატორიაში, 24 უპილოტო საფრენო აპარატი - კრასნოდარის მხარის ტერიტორიაზე, 15 - ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე, 7 - შავი ზღვის აკვატორიაში, 2 - კურსკის და როსტოვის ოლქების ტერიტორიებზე, და თითო-თითო უპილოტო საფრენო აპარატი - ბრიანსკისა და ბელგოროდის ოლქების ტერიტორიებზე.
Нептун-МД ტიპის მართვადი რაკეტა კი აზოვის ზღვის აკვატორიის მიმდებარედ გაანადგურეს.
დრონების იერიშის შედეგად კრასნოდარის მხარეში ერთი ქალი დაშავდა.
კრასნოდარის მხარის გუბერნატორის, ვენიამინ კონდრატევის ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატების იერიშის შედეგად 12 სახლი დაშავდა.





