ბათუმი

ღარიბაშვილი: დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო

დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ორი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი პატარების ოჯახებსა და ახლობლებს, რომელთა ტკივილი განუზომელია.

თანავუგრძნობ სრულიად საქართველოს. 

წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში

გუშინ ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე ტრაგედია მოხდა - "ბათუმელების" ცნობით, წყლით სავსე თხრილში ჩავარდნის შედეგად მცირეწლოვანი ბავშვები დაიღუპნენ

კომენტარები