საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში ლიტვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას შეხვდა. მისივე თქმით, შეხვედრაზე საქართველოში არსებული ვითარება და მზარდი რეპრესიები განიხილეს.
"შევხვდი პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას საქართველოში ვითარებისა და მზარდი რეპრესიის განსახილველად. მათ, ვინც რუსეთის ბრძანებებს ასრულებენ, პასუხი უნდა აგონ. მადლობელი ვარ ლიტვის მხარდაჭერისთვის ჩვენს ბრძოლაში ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის". - დაწერა ზურაბიშვილმა.
მანამდე, ზურაბიშვილი ფრანგ ევროპარლამენტარს, ნატალი ლუაზოს შეხვდა.
14-16 თებერვალს გერმანიაში, მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენცია ტარდება. პანელურ დისკუსიაზე, "საქართველო ყურადღების ცენტრში" ზურაბიშვილმა საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და კითხვებს პასუხი გასცა.