აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავს, რომლითაც სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე მიფრინავდა, ტექნიკური გაუმართაობის გამო ვაშინგტონში დაბრუნება მოუწია.
"სახელმწიფო მდივანი სხვა თვითმფრინავით კვლავ გეგმავს ვიზიტს გერმანიასა და ახლო აღმოსავლეთში" – ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი.
ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა რუბიო დაესწროს ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრას.
რუბიოს თვითმფრინავი აფრენიდან დაახლოებით 90 წუთში მობრუნდა, რის მიზეზადაც ეკიპაჟის კაბინაში შუშაზე ბზარი სახელდება.





