ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ სატელეფონო საუბარი ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან.
ტრამპი გავრცელებულ წერილში აღნიშნავს, რომ საუბარი "ძალიან ხანგრძლივი და პროდუქტიული იყო", ხოლო მათ რუსეთ-უკრაინის, ახლო აღმოსავლეთისა და სხვა მრავალ საკითხზე ისაუბრეს.
"ახლახანს მქონდა ხანგრძლივი და ძალიან პროდუქტიული სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.
განვიხილეთ უკრაინის, ახლო აღმოსავლეთის, ენერგეტიკის, ხელოვნური ინტელექტის, დოლარის ძალისა და სხვა მრავალი საკითხები.
ორივემ გავიხსენეთ ჩვენი ერების დიადი ისტორია და ის ფაქტი, რომ ჩვენ წარმატებით ვიბრძოლეთ მეორე მსოფლიო ომში იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთმა, ისევე როგორც ჩვენ, მილიონობით ადამიანი დავკარგეთ.
ვისაუბრეთ ჩვენი ერების ღირსებებზე და სამომავლოდ, ჩვენი ერთად მუშაობის დიდ უპირატესობაზე, მაგრამ პირველ რიგში, ჩვენ შევთანხმდით, რომ უნდა შევაჩეროთ მილიონობით სიკვდილი, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომში ხდება.
პრეზიდენტმა პუტინმა ჩემი საარჩევნო კამპანიის სლოგანიც კი შემახსენა “საღი აზრის” შესახებ - ჩვენ ორივეს გვჯერა ამ უკანასკნელის.
ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშავებთ, ძალიან მჭიდროდ, რაც მოიაზრებს ერთმანეთის ქვეყნებში ვიზიტებს.
ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ ჩვენმა გუნდებმა მალევე დაიწყონ მოლაპარაკებებზე მუშაობა.
პირველ რიგში, დავიწყებთ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ზარით, რომ შევატყობინოთ მას იმ საუბრის შესახებ, რომელიც ახლა მქონდა.
მე ვთხოვე სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს, CIA-ის დირექტორს, ჯონ რეტკლიფს, ეროვნული თავდაცვის მრჩეველს, მაიკ უოლცს და სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს, რომ გაუძღვნენ მოლაპარაკებების პროცესს, რომელიც მჯერა, რომ წარმატებული იქნება.
მილიონობით ადამიანი დაიღუპა ომში, რომელიც შესაძლოა, არ მომხდარიყო მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, მაგრამ ეს მოხდა და უნდა დასრულდეს.
არცერთი სიცოცხლე აღარ უნდა დაიკარგოს!" - წერს დონალდ ტრამპი.