შვედეთი

შვედეთის სასამართლომ ქალს სირიაში ეზიდი მონების ყოლის გამო 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა

შვედეთის სასამართლომ ქალს სირიაში ეზიდი მონების ყოლის გამო 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 

შვედეთის სასამართლომ 52 წლის ქალი დამნაშავედ სცნო "გენოციდში, კაცობრიობის წინაშე დანაშაულსა და ომის დანაშაულებში" და მას 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 

სასამართლომ დაადგინა, რომ ლინა იშაქს, სირიის ქალაქ რაქაში ეზიდი მონები ჰყავდა მაშინ, როდესაც ქალაქს ტერორისტული ორგანიზაცია, ისლამური სახელმწიფო (ISIS) მართავდა. 

2015 წელს, იშაქს სახლში დატყვევებული ჰყავდა სამი ეზიდი ქალი და ექვსი მცირეწლოვანი. მათ ისლამური რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის მიღებასა და სხვადასხვა დავალებების შესრულებას აიძულებდნენ. სასამართლოს მიხედვით, ზოგიერთ მონაზე სექსუალურადაც ძალადობდნენ.

ISIS-მა სირიის ქალაქი რაქა 2014 წელს დაიკავა და ის ე.წ "ხალიფატის" დედაქალად გამოაცხადა. ოკუპაციის დროს, ტერორისტულმა ორგანიზაციამ ასობით ათასი ერაყელი ეზიდი კაცი მოკლა, ხოლო ქალები და ბავშვები მონებად აყავდათ.

არსებული ინფორმაციით, ლინა იშაქის სახლში ეზიდი ქალები და ბავშვები 5 თვე ცხოვრობდნენ, ხოლო შემდეგ მან ისინი ISIS-ის სხვა წევრებს გადააბარა. 

კომენტარები