საბერძნეთი

საბერძნეთის პარლამენტმა ქვეყნის ახალი პრეზიდენტი მეოთხე ცდაზე აირჩია

საბერძნეთის პარლამენტარებმა ქვეყნის ახალი პრეზიდენტი მეოთხე და საბოლოო ტურში აირჩიეს. თანამდებობას პარლამენტის ყოფილი სპიკერი და პრემიერმინისტრობის კანდიდატი კონსტანტინოს ტასულასი დაიკავებს.

ტასულასმა 300-ადგილიან პარლამენტში ჩატარებულ არჩევნებში 160 ხმა მიიღო. საერთო ჯამში, კენჭისყრაში 276 დეპუტატი მონაწილეობდა. ბოლო ტურში გამარჯვებისთვის საჭირო მინიმალური ზღვარი 151 ხმა იყო.

იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის მმართველმა პარტიამ ახალი დემოკრატია პარლამენტში 156 მანდატი მოიპოვა, ტასულასის გამარჯვება მეოთხე ტურში ფაქტობრივად გარანტირებული იყო.

საბერძნეთში პრეზიდენტს ძირითადად ცერემონიული როლი ეკისრება და ის შეზღუდული პოლიტიკური უფლებამოსილებებით სარგებლობს.

კომენტარები