საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები

რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს 20 სასკოლო ავტობუსი გადასცა

Sputnik.ru

რუსეთმა თვითგამოცხადებულ აფხაზეთის რესპუბლიკას 20 სასკოლო ავტობუსი გადასცა.

ავტობუსები სოხუმში 9 თებერვალს ჩამოიტანეს. 11 თებერვალს კი, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე რაიონული სკოლებისთვის ტრანსპორტის გადაცემის ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებას დაესწრო და პატრონობდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ბადრა გუნბა, რომელიც 15 თებერვალს ჩანიშნულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე იყრის კენჭს.

"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მომავალშიც განვაგრძნობთ იმ პროექტების რეალიზებას, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ემსახურება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ საქმის დაგეგმვაში და აღსრულებაში იღებდა მონაწილეობას". – თქვა გუნბამ.

არალეგიტიმური არჩევნების წინ ცხადი გახდა, რომ რუსეთი მხარს ასლან ბჟანიას გუნდის წევრს, გუნბას უჭერს. 

გუნბა ბოლო პერიოდში შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველ მოადგილეს, სერგეი კირიენკოს.

"არჩევნების" წინ სოხუმის აეროპორტში, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, პირველი სამგზავრო თვითმფრინავი დაფრინდა. გუნბა და რუსეთი მოსახლეობას ჰპირდება, რომ აეროპორტს სრულად მიმდინარე ზაფხულს აამუშავებს.

კომენტარები