ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

არც ერთ საქმეში არ არის ექსპერტიზის დასკვნა ნარკოტიკების მოხმარებზე - NGO-ები 3 საქმეზე

სანდრო ბარამიძე/ეკა გიგაური/ნინო ლომჯარია

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მათ შეისწავლეს პორტესტის სამი მონაწილის - გიორგი ახობაძის, ნიკოლოზ კაციას, ანტონ ჩეჩინის საქმეები და მათი თქმით, სამივე საქმეში "არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ პირების მიმართ ადგილი ჰქონდა ნარკოტიკული საშუალების ჩადებას, რაც აქციებში მონაწილეობის გამო მათი დასჯის მიზანს ემსახურებოდა."

ამის შესახებ ბრიფინგზე საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს [TI] აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა,  საქართველოს ევროპული ორბიტის, აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ლომჯარიამ  სანდრო ბარამიძე  და TI-ს ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერმა, სანდრო ბარამიძემ ისაუბრეს.

"აღნიშნული საქმეების შესწავლით აშკარად ჩანს, რომ მმართველი პარტიისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი სამართალდამცავი უწყებების მიზანია არა ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლა, არამედ სამართლიანი სამოქალაქო პროტესტის ჩახშობა და სამოქალაქო აქტივისტების დევნა მათ მიმართ ნარკოტიკების შეძენა-შენახვასთან დაკავშირებით ფალსიფიცირებული სისხლის სამართლის საქმეების შეკერვის გზით. ცხადია, ასევე მიზანი საპროტესტო მოძრაობის დისკრედიტაცია, პოლიტიკური ოპონენტებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ შურისძიება და  საზოგადოების დაშინებაა." - აცხადებენ ისინი.

მათივე თქმით, შესწავლილ სისხლის სამართლის სამ საქმეს რამდენიმე საერთო მახასიათებელი აქვს: 

  1. "დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს სამოქალაქო საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე პირების მიმართ. აღნიშნულის მიზანი აქტივისტების დაშინებასთან ერთად, საპროტესტო მოძრაობის დისკრედიტაციაცაა, რაზეც მმართველი პარტიისა და მათი პროპაგანდისტული არხებიც მიუთითებს;
     
  2. გამოძიება სამივე შემთხვევაში დაწყებულია  ე.წ. "კონფიდენციალური წყაროს" მიერ მოწოდებული "ოპერატიული ინფორმაციის" საფუძველზე, რომლის სანდოობისა და რეალურობის შემოწმება არ ხდება. ამ წყაროს სანდოობას ადასტურებს მხოლოდ პოლიციელის ჩვენება, რომლის მტკიცებულებად გამოყენება საქართველოს  საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით, დაუშვებელია;
     
  3. სამივე პირის პირის პირადი ჩვრეკა, ასევე, საცხოვრებელი სახლის, ავტომანქანის თუ სხვა მფლობელობის ჩხრეკა სამივე შემთხვევაში ჩატარებულია არა სასამართლოს წინასწარი თანხმობით, არამედ ე.წ. "გადაუდებელი აუცილებლობის" საფუძვლით, გამომძიებლის დადგენილებით, სადაც არაა დასაბუთებული რატომ იყო საჭირო გადაუდებლად საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ყველა ასეთი გადაუდებელი ჩხრეკა სასამართლოს მიერ კანონიერად არის ცნობილი. როგორც ჩანს, პოლიციის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ სასამართლო ყოველთვის კანონიერად მიიჩნევს მათ მიერ ჩატარებულ მოქმედებას,  მიუხედავად იმისა  ჩხრეკა  ჩატარებულია  კანონიერად თუ კანონის დარღვევით; 
     
  4. სამივე საქმეში, ბრალდებულებისაგან ნარკოტიკული საშუალების ამოღების ფაქტს ადასტურებენ მხოლოდ პოლიციის თანამშრომლები და სხვა, მათთან დაახლოებული პირები, რომლებსაც აქვთ საქმის ბრალდების სასარგებლოდ გადაწყვეტის ინტერესი;
     
  5. სამივე ბრალდებულის  ჩხრეკა ჩატარებულია მოწმეების დასწრების გარეშე, რაც ობიექტურ დამკვირვებელს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერებაში ვერ დაარწმუნებს. ნიშანდობლივია, რომ ახობაძისა და კაციას შემთხვევაში ნეიტრალური მოწმეები - ერთ შემთხვევაში ბრალდებულის თანამგზავრი და მეორე შემთხვევაში ტაქსის მძღოლი იმყოფებოდნენ ბრალდებულებთან ერთად, თუმცა პოლიციამ ისინი ჩხრეკას არ დაასწრეს;
     
  6. სამივე ბრალდებულის  ჩხრეკა ჩატარებულია ვიდეოჩაწერის ტექნიკური საშუალებების გამოყენების გარეშე. ვიდეოჩანაწერის არსებობა იქნებოდა მნიშვნელოვანი და ნამდვილი მტკიცებულება იმისა, რომ ნარკოტიკული საშუალება ნამდვილად ბრალდებულებს ჰქონდათ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ (ქებურიას საქმეში) დადგენილი სტანდარტის თანახმად, დაუშვებელია ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთის მტკიცებულებად გამოყენება იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა ჩვენებებით და ამავე დროს სამართალდამცავებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად . სამივე სისხლის სამართლის საქმეში, პოლიციას შეეძლო ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვება - ჩხრეკების ვიდეოგადაღება და ნეიტრალური მოწმეების დასწრება. 

  1. სასამართლო კონტროლი ჩხრეკა-ამოღების პროცესზე უკიდურესად ფორმალურ და არაეფექტიან ხასიათს ატარებს. სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიციის მიერ ჩატარებული ჩხრეკა-ამოღების კანონიერად ცნობის თაობაზე გამოაქვს ზეპირი მოსმენის გარეშე, ყველა საეჭვო გარემოების უგულებელყოფით, მხარეთა მონაწილეობის გარეშე, შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპების უგულებელყოფით;
     
  2. არც ერთ საქმეში არ არის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებს ბრალდებულების მიერ ნარკოტიკების მოხმარების ფაქტს. ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის  პირდაპირი მოთხოვნის მიუხედავად, მას არ ჩაუტარა გამოძიებამ ნარკოლოგიური შემოწმება;
     
  3. საქმეებში საგამოძიებო ორგანოების მიერ  დაუსაბუთებლად არ დაკაყოფილდა ბრალდებულის ადვოკატების შუამდგომლობები ისეთი მტკიცებულებების მოპოვების შესახებ, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმეებზე ჭეშმარიტების დასადგენად და ბრალდებულების უფლებების დასაცავად; 
     
  4. როგორც პროტესტის სხვა მონაწილეების შემთხვევაში, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა ამ საქმეებშიც არ იქნა ჯეროვნად დასაბუთებული არც პროკურორის და არც სასამართლოს მიერ." - აცხადებენ NGO-ების წარმომადგენლები.

ამასთან ერთად, ბრიფინგზე წარმოადგენს იმ პირების სია, რომლებიც მათი თქმით, ამ პირების დასასჯელად მმართველი პარტიის უკანონო ბრძანებების შესრულებაში არიან ჩართულები. 

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები:

  • ლევან ტაბიძე
  • ალექსი კობერიძე
  • რევაზ ზირაქაშვილი
  • გიორგი ხარგელია
  • გიორგი გურეშიძე
  • გიორგი ლობჟანიძე
  • გრიგოლ კაჭკაჭიშვილი
  • პაატა მჭედლიშვილი
  • ლაშა თავაძე
  • ემილ კუპრავა
  • მირზა ჯაფარიძე
  • ლაშა ხარხელაური
  • გიორგი როსოფიძე
  • არჩილ ნაცვლიშვილი
  • ედგარ ოგანესიანი
  • გიორგი ჩიკვაიძე
  • ზურაბ რუსიშვილი

პროკურორები:

  • შმაგი გობეჯიშვილი
  • ნუგზარ ჭიტაძე

მოსამართლეები:

  • არსენ კალატოზიშვილი
  • სპარტაკ პავლიაშვილი
  • ლელა მარიდაშვილი
  • ირაკლი ხუსკივაძე
  • თამარ მჭედლიშვილი
  • მზია გარშაულიშვილი
  • ნანა შამათავა.

კომენტარები