ვოლოდიმირ ზელენსკიმ ITV News ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, საპრეზიდენტო არჩევნებზე და სხვა მიმდინარე აქტუალურ თემებზე ილაპარაკა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, 2025 წელს ომის დასრულების ყველანაირი შესაძლებლობა არსებობს:
"ჩემი აზრით, ტრამპს სურს ომის მალე დასრულება. გამოვა თუ არა, ჯერ არ ვიცით, ვიცით ის, რომ ძლიერები უნდა ვიყოთ. ტრამპი ძლიერია, მაგრამ ევროპელ მოკავშირეებთან შეთანხმებით მოქმედებაა საჭირო.
ვიქნები მოლაპარაკების ნებისმიერ ფორმატზე თანახმა, თუ მეცოდინება, რომ ევროპა და აშშ არ მიგვატოვებს".
ზელენსკის თქმით, კონფლიქტის დროებით შეჩერება ნიშნავს იმას, რომ პუტინი გარკვეული დროის შემდეგ კვლავ წამოიწყებს ომს, ამიტომ აუცილებელია უსაფრთხოების გარანტიები.
"ის რომ პუტინმა მთლიანი უკრაინა ვერ დაიპყრო, მისი დამარცხებაა". – თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ილაპარაკა საპრეზიდენტო არჩევნებზე:
"რაც შეეხება არჩევნებს, ყველას გვსურს, რომ ომი დასრულდეს და ჩავატაროთ არჩევნები. ომის დროს ჩვენი მოსახლეობა არჩევნების წინააღმდეგია, იმიტომ რომ, ყველა ხვდება რაც მოხდება.
რა არის არჩევნები დღეს? მე აბსოლუტურად არ მეშინია არჩევნების. რა მოხდება? უნდა შევაჩერო სამხედრო მდგომარეობა, რაც ჯარის დაკარგვის ტოლფასია. და ამით, პრინციპში გავახარებთ რუსებს".
ზალენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ომის პერიოდში რთულდება ხმის მიცემის პროცესის ორგანიზება ფრონტი ხაზზე მყოფი მოქალაქეებისთვის.