იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის (NHK) ცნობით, ჩრდილოეთ კორეა მიმდინარე წელს, რუსეთის დახმარებით, უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას დაიწყებს.
მედიის ცნობით, ქვეყნებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვით, ჩრდილოეთ კორეა დრონების შესაქმნელად რუსეთისგან ტექნიკურ დახმარებას მიიღებს.
შეთანხმება მოსკოვისა და ფხენიანის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერების ფონზე შედგა. ქვეყნებმა სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს ხელი 2024 წელს მოაწერეს.
NHK-ს წყაროების თანახმად, რუსეთი ჩრდილოეთ კორეას დრონების წარმოებაში კურსკის ოლქში კონტინგენტის შეყვანის სანაცვლოდ დაეხმარება.
იმავე წყაროების ცნობით, რუსეთი დიდა არ ეხმარება ჩრდილოეთ კორეას ბირთვული იარაღის წარმოებაში. მოსკოვის აზრით, ბირთვული იარაღის გამოცდების გამო ფხენიანს როგორც აშშ-სთან, ისე ჩინეთთან გაურთულდება ურთიერთობა.





