მექსიკა

მეხიკოში ავტობუსის ავარიის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში 8 თებერვალს ავტობუსის ავარიის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ადგილობრივმა ხელისუფლებამ შაბათს დაღუპულთა ოჯახებს ოფიციალურად მიუსამძიმრა.

როგორც ავტობუსის კომპანიის, Tours Acosta-ს მიერ გავრცელებულ სიაშია აღნიშნული, ავარიის მომენტისთვის ავტობუსში 44 მგზავრი იმყოფებოდა.

როგორც წერს Reuters, ავტობუსი კანკუნიდან ტაბასკოში მიემგზავრებოდა.

Tours Acosta-მ ფეისბუქზე გავრცელებულ განცხადებაში ღრმა მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო და აღნიშნა, რომ კომპანია ინციდენტის დეტალების დასადგენად ადგილობრივ  ხელისუფლებასთან აქტიურად თანამშრომლობს. მათივე თქმით, ავტობუსი სიჩქარის ნორმების დაცვით მოძრაობდა.

კომენტარები