ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

სირაძის პატაკი გომელაურს: გთხოვთ, სამართალდარღვევის 593 ფაქტზე რეაგირება შსს-ს დაევალოს

ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრის, ხატია დეკანოიძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პატაკში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე შს სანქცირებულ მინისტრს, ვახტანგ გომელაურს წერს და საპროტესტო აქციებზე "სამართალდარღვევის 593 ფაქტზე" რეაგირებას შსს-ს თხოვს. 

იურისტის, თორნიკე მიგინეიშვილის განცხადებით, უწყება და სასამართლო ვერ ახერხებს დროულად  მტკიცებულებების ჩაბარებას და იმის მაგივრად, რომ ჯერ არსებობდეს ვიდეოჩანაწერი და მერე დაიბარონ სამოქალაქო აქტივისტები, ჯერ იბარებენ მათ და შემდეგ იწყებენ მტკიცებულებების მოგროვებას.

"არ ხდება, რაც უნდა იყოს დაცული, რომ ჯერ ვიდეომტკიცებულება გქონდეს და შემდეგ ეძებდე დამნაშავეს, პირიქით ხდება ამ შემთხვევაში" - თქვა მიგინეიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სასამართლო ვერ ახერხებს ვიდეომტკიცებულებების ისე ჩაბარებას, რომ ისინი მინიმუმ ემთხვეოდეს ერთმანეთს, არა თუ ადასტურებდეს რომელიმე პიროვნების დანაშაულს.

კომენტარები