შვედეთის მთავრობამ სტოკჰოლმში მდებარე შიიტურ მეჩეთს ირანის ჯაშუშობაში სდებს ბრალს.
შვედეთი სოციალურ საკითხთა მინისტრი X-ზე წერს, რომ მეჩეთს ირანი შვედეთისა და ქვეყანაში მცხოვრები ირანული დიასპორის წინააღმდეგ დაზვერვის პლატფორმად იყენებდა.
მინისტრის თქმით, მთავრობამ დაუყონებლივ შეწყვიტა მეჩეთისთვის ნებისმიერი ტიპის სახელმწიფო დაფინანსების მიცემა.
"სახელმწიფო დაფინანსება არ უნდა გამოიყენებოდეს აქტივობებისთვის, რომელიც ფუნდამენტურ დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება" – წერს მინისტრი.
მეჩეთის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, დაწესებულება დამოუკიდებელ ორგანიზაციას ეკუთვნის და არ აქვს კავშირები არცერთ პარტიასთან ან სახელმწიფოსთან.