აქციებზე დაკავებულები

ვეფხია კასრაძე პენიტენციურიდან კლინიკაში გადაიყვანეს

ვეფხია კასრაძე სასამართლო სხდომაზე, 11 იანვარი, 2025
IPN

ვეფხია კასრაძე პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაცია ტაბულას ადვოკატმა კახა კოჟორიძემ დაუდასტურა.

აქამდე, ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი სოციალურ ქსელში წერდა, რომ რეჟიმის კიდევ ერთმა პატიმარმა, რევაზ კიკნაძემ დაურეკა და უთხრა, რომ ვეფხია კასრაძე ძალიან ცუდად იყო.

"ჩირქი მოსდის, კლინიკაში არ გადაჰყავთო (ვეფხიამ რამდენიმე დღის წინ ოპერაცია გაიკეთა)". - წერდა ავსაჯანიშვილი.

ცხინვალის ივანე მაჩაბელის სახელობის თეატრის მსახიობი და პარტია ლელოს წევრი ვეფხია კასრაძე 2024 წლის 4 დეკემბერს დააკავეს, ხოლო აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 6 დეკემბერს შეუფარდეს.

კასრაძეს საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები