ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ 8 პირს პატიმრობა შეეფარდა.
დაკავებულების ადვოკატის თქმით, ერთადერთი, რასაც მის დაცვის ქვეშ მყოფებს ედავებიან, არის ქვის სროლა.
"მე ერთადერთი შეფასება მაქვს, ეს არ არის სასამართლო, ეს არის საყასბო. [...] ჩემი დაცვის მყოფების შემთხვევაში, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, ეს არის ქვასროლია ბიჭების საქმე. პროკურორმა პირდაპირ აღნიშნა, რომ ქმედება, რის გაკეთებასაც ედავებიან, არის ქვის სროლა" - ამბობს ადვოკატი.
ინტერპრესნიუსის ცნობით, დაკავებულები არიან - ზვიად ცეცხლაძე, ვასილ კაძელაშვილი, ვეფხია კასრაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ინსაფ ალიევი, თორნიკე გოშაძე და გიორგი გიორგაძე დუმილის უფლებით სარგებლობენ.
როგორც გამოცემა წერს, ბრალდებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან - მათ 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს - ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძესა და გიორგი გიორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.