საქართველოს პარლამენტი

სიჭინავა: როცა ვამბობთ, რომ პარლამენტში არ შევდივართ, ესე იგი არ შევდივართ

ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს, არ ვართ ვინმეს ემოციურ ყიჟინასა და პოლიტიკურ დღის წესრიგს აყოლილი და რაღაც სადღეგრძელოები არ გვჩვევია. ჩვენი "ჰო" არის "ჰო" და "არა" არის "არა", ესე იგი ეს ესეა და ამას არ ჭირდება დამატებითი ფიცი, მტკიცება რაღაცების და სისულელეში, პოლიტიკურ ვაგხანალიაში შესვლა. ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი პოლიტიკური გზა გვაქვს გასავლელი. ჩვენ არც იმას ვეთანხმებოდით, სიების ჩახსნის გიჟური კამპანია წამოიწყო ვიღაცამ და ვიღაცა აჰყვა. ყველას გადაწყვეტილებას ვცემთ პატივს, ყველას ბრძოლას ვცემთ პატივს, მაგრამ ეს ამ პარტიის ინდივიდუალური გადასაწყვეტია და ჩვენს პარტიას ბოდიში, მაგრამ არც მამუკა ხაზარაძის წინაშე არ აქვს რაიმე ტიპის ვალდებულება აღებული, ერთადერთი ვალდებულება გვაქვს ამ ქვეყნის ისტორიული მომავლის წინაშე და ჩვენი მხარდამჭერების წინაშე.

[...] შეგნებულად არ შევალ ასეთი ტიპის სპეკულაციაში იმიტომ, რომ ამაზე ბევრად მაღლა ვდგავართ, ამაზე ბევრად მაღალი მიზანი გვაქვს, ვიდრე მამუკა ხაზარაძის დაწერილ სტატუსებს განვიხილავდეთ. არასერიოზულია ეს ყველაფერი. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა იმ მოქალაქეების წინაშე, რომლებიც თავს დაჩაგრულად გრძნობენ, ნაცემებად, გაძარცვულებად, მოროდიორებისა და მოძალადეების მსხვერპლი გახდნენ.  არასერიოზულია ეს ყველაფერი. ჩვენ როცა ვამბობთ, რომ პარლამენტში არ შევდივართ, ესე იგი არ შევდივართ. შევედით რომელიმე პარლამენტში, კომიტეტში, დელეგაციაში? ხელფასს ვიღებთ ამ საქმიანობიდან? რა უნდათ პერსონალურად. მთავარი მიზანი ხომ ისაა, რომ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ აქვს? პარლამენტის ლეგიტიმაციას ის საკითხი ხო არ წყვეტს, ბადრი ჯაფარიძეს ან მამუკა ხაზარაძეს შეუწყდება თუ არა ლეგიტიმაცია. 5 თებერვლამდეც არალეგიტიმური იყო პარლამენტი და 5 თებერვლის შემდეგაც არალეგიტიმურია.

ამბობს გახარია საქართველოსთვის წარმომადგენელი, ბერდია სიჭინავა პალიტრანიუსის ეთერში. "რჩები პარლამენტში?! - ხარ ბიძინას რუსული პროექტი!" - დაწერა 6 თებერვალს პარტია ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ.

კომენტარები