ლარი დოლართან 1.29 თეთრით გამყარდა, ევროსთან - 3.12 თეთრით. 6 თებერვლის ვაჭრობის შედეგებით, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8095 ლარია, ერთი ევროსი - 2.9106 ლარი.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.84 ლარი ღირს, 1 ევრო - 2.96 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.81 ლარია, ევროსი - 2.91 ლარი.
მას შემდეგ, რაც ივანიშვილის მთავრობამ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესი 2028 წლის ბოლომდე შეაჩერა, ეროვნული ვალუტის კურსი მერყეობს.