პუტინის რუსეთი

ფანჯრიდან გადმოვარდნის შემდეგ მოკვდა რუსი მომღერალი, მას ВСУ-ს დახმარების საქმეზე ჩხრეკდნენ

ვადიმ სტროიკინი
RTVI.com

სანქტ-პეტერბურგში მომღერალმა, ბარდმა და გიტარისტმა, ვადიმ სტროიკინმა სავარაუდოდ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

მის სახლში სამართალდამცავები ჩხრეკას ატარებდნენ. მომღერალი უკრაინის შეიარაღებული ძალების დაფინანსებაში იყო ეჭვმიტანილი. 

როგორც მედიები წერენ, ჩხრეკის დროს სტროიკინმა თქვა, რომ მეორე ოთახში წყლის დასალევად გადის, ცოტა ხნის შემდეგ მისი სხეული ფანჯრების ქვეშ აღმოაჩინეს. მუსიკოსი მე-10 სართულზე ცხოვრობდა.

სტროიკინი 58 წლის იყო. წარსულში მუშაობდა ეხო მოსკვის ეკატერინბურგის ფილიალში მუსიკალურ წამყვანად. ბოლო წლებში ცხოვრობდა სანქტ-პეტერბურგში, ასწავლიდა გიტარაზე დაკვრას. 

ომის დაწყების შემდეგ მუსიკოსი უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და ვლადიმირ პუტინის პოლიტიკას სოციალურ ქსელებში მწვავედ აკრიტიკებდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების დაფინანსების დამტკიცების შემთხვევაში, სტროიკინს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.

კომენტარები