რუსული კანონი

კობახიძე "FARA-ზე": ალტერნატივა არ აქვს - აგენტების ხელით არ შეიძლება შეიცვალოს ხელისუფლება

ჩვენ უკვე რამდენიმე წელია ვსაუბრობთ იმ პრობლემებზე, რაზეც ახლა უკვე ღიად ალაპარაკდა აშშ-ს ახალი ხელისუფლება.  არია პირდაპირაა აღიარება იმისა, რომ უცხოური დაფინანსება, კონკრეტულად ამერიკული დაფინანსება გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში რევოლუციების მოსაწყობად, არეულობის მოსაწყობად და უცხოეთის დაფინანსებული NGO-ები ასრულებდნენ ამაში გადამწყვეტ როლს.

გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი დევს უკვე ხელის გულზე და მარტო საქართველოს ხელისუფლება არ საუბრობს ამ ძალიან სერიოზულ პრობლემაზე, ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად განვავრცოთ ის კანონმდებლობა, რომელიც დაკავშირებულია NGO-ების გამჭვირვალობასთან და ასეთ შემთხვევაში ვფიქრობთ, საუკეთესო საშუალებაა ამერიკული FARA-ს კანონის პირდაპირ კოპირება ჩვენი რეალობისთვის. დანარჩენი არის რა თქმა უნდა დისკუსიების საგანი. 

[...]

ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ამოცანა - სუვერენიტეტის დაცვა და არავის არ უნდა ჰქონდეთ იმის უფლება რომ NGO-ების უცხოური დაფინანსებით, სცადონ ხელისუფლების ცვლილება. ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ამ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე ბოლომდე დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს და ამას ემსახურება FARA-ს ამერიკული ანალოგის მიღება ჩვენს ქვეყანაში.

[...]

ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი, უცხოელი აგენტების ხელით არ შეიძლება ამ ქვეყანაში შეიცვალოს ხელისუფლება, აქედან გამომდინარე ამ კანონის მიღებას არანაირი ალტერნატივა არ აქვს.

კომენტარები