ჰამასის პრესსპიკერის თქმით, ისრაელსა და ტერორისტულ დაჯგუფებას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების მეორე ეტაპი დაწყებულია.
ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გაცვლის შესახებ შეთანხმების პირველი ფაზა ძალაში 19 იანვარს შევიდა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა 13 ისრაელელი (დამატებით, ტაილანდის 5 მოქალაქე) მძევალი და 623 პალესტინელი პატიმარი გაცვალეს.
სამეტაპიანი ზავის მეორე ეტაპის მთავარი მიზნები დარჩენილი მძევლების გათავისუფლება და ისრაელის ჯარების მიერ ღაზის სექტორის დატოვება იქნება.
"მეორე ფაზისთვის კონტაქტები და მოლაპარაკებები დაწყებულია". - თქვა ჰამასის პრესსპიკერმა აბდელ-ლატიფ ალ-კანუამ, თუმცა დამატებითი დეტალები არ გაუმჟღავნებია.
ამასთან, ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ისრაელი კატარის დედაქალაქ დოჰაში მაღალი დონის დელეგაციის გაგზავნისთვის ემზადებოდა, რათა შეთანხმების განხორციელების გაგრძელების საკითხზე იმსჯელონ.
ამავე დღეს, 4 თებერვალს ჩატარდა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრაც, რომელზეც ტრამპმა და ნეთანიაჰუმ, სავარაუდოდ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და სუადის არაბეთთან ურთიერთობების ნორმალიზების საკითხი განიხილეს.