შვედეთის ქალაქ ერებრუში, ზრდასრულთა განათლების ერთ-ერთ მუნიციპალურ ცენტრში, სულ მცირე, 5 ადამიანს ცეცხლსასროლი იარაღით ესროლეს.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ადამიანებისთვის სროლით მიყენებული დაზიანებების მასშტაბები ჯერჯერობით უცნობია.
შვედურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სროლას რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო თავდამსხმელმა თავი მოიკლა.
სროლა ზრდასრულთა საგანმანათლებლო ცენტრში, Komvux-ში მოხდა. ცენტრი იმ ზრდასრული პირებისთვისაა, რომლებსაც დაწყებითი ან საშუალო სკოლა არ დაუმთავრებიათ.
ცენტრის მოსწავლეები სამართალდამცავებმა უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს და სხვა მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდეს.
"ამჟამად, მომხდარი განიხილება, როგორც მკვლელობისა და ცეცხლის წაკიდების მიზანმიმართული მცდელობა და იარაღის გამოყენების დამამძიმებელი დანაშაული" - BBC-ის ცნობით, ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს, რის გამოც ადამიანებმა დანაშაულის ადგილზე მისვლისგან თავი უნდა შეიკავონ.





