რუსული კანონი

გიორგი კუჭუაშვილს 4 წლით, დავით კოლდარს - 2 წლით და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებული გიორგი კუჭუაშვილი და დავით კოლდარი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ კუჭუაშვილს 4 წლით, ხოლო კოლდარს 2 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დავით კოლდარი და გიორგი კუჭუაშვილი 12 მაისს დააკავეს. კოლდარს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. კერძოდ კი, საპატრულო ეკიპაჟის მანქანის დაზიანებას. 

კუჭუაშვილს კი, სს კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები