რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს სასამართლომ 5-წლიანი პატირობა მიუსაჯა.
24 იანვარს გამართულ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე გამოთქვამდა ვარაუდს, რომ შესაძლო იყო საპროცესო შეთანხმებამდე მისვლა.
"რეპლიკებით წარვდექით ორივე მხარე, რის შემდეგაც სასამართლომ თავსი ინიციატივით გადადო სხდომა, იმ მოლოდინით, რომ შესაძლოა, ბრალდების მხარეს ჰქონდეს შემოთავაზება დაცვის მხარის მიმართ.
დაცვის მხარის პოზიცია ცალსახაა, რომ გიორგი ოკმელაშილი არის უდანაშაულო, ის მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. ეს სასამართლომაც ძალიან კარგად იცის, ამიტომაც გამოთქვამს ვარაუდს და იმედს, რომ ამ პირობებში, შესაძლოა, ჩვენს მიმართ გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება. ეს ბრალდების მხარის ინიციატივა უნდა იყოს, ჩვენი მხრიდან ინიციატივა არ არის საჭირო, იმიტომ რომ დაცვის მხარის პოზიცია ცალსახაა და ეს მტკიცებულებებითაა გამყარებული.
სასამართლოს ამ ვითარებაში, ბუნებრივია, უჭირს გამამტყუნებელი განაჩენს დადგენა. გამომდინარე იქიდან, რომ საქმეში დევს მთავარი მოწმის ცრუ ინფორმაცია და ამაზეა აგებული ბრალდება. ამიტომ მან გამოთქვა ინიციატივა სხდომა კიდევ ერთხელ გადადებულიყო და მოუწოდა ბრალდების და დაცვის მხარეს, რომ იქნებ ჩვენს შორის შედგეს გარკვეული სახის მოლაპარაკება" - თქვა გიორგი ოკმელაშვილის ადვოკატმა, კობა ბარიამიამ.
ყოფილი მორაგბე, სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებელი, რეჟისორი გიორგი ოკმელაშვილი 15 მაისს დააკავეს, 17 მაისს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
ოკმელაშვილს პოლიციელზე ძალადობას, ასევე მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შენახვასაც ედავებოდნენ, მეორე ბრალდება (მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შენახვა) დაცვის მხარის მოთხოვნით ოკმელაშვილს 15 იანვრის სასამართლო სხდომაზე მოუხსნეს.





