შეწყალება

კალაძე შეწყალებაზე: ყაველაშვილმა ჰუმანური ნაბიჯი გადადგა, მივესალმებით

შეწყალებასთან დაკავშირებით ბევრი სისულელე მოვისმინეთ. როგორც ყოველთვის, როცა კეთილი საქმე კეთდება, ეს გაფარჩაკებული ოპოზიცია და რადიკალები ყოველთვის ასეთი განცხადებებით გამოდიან [...] ეს იყო ჰუმანური აქტი, რომელიც პრეზიდენტის მხრიდან განხორციელდა. რა თქმა უნდა, ამას მივესალმებით. ზოგადად, ჰუმანიზმის გამოვლინება მისასალმებელია და ძალიან კარგია. მიხეილ ყაველაშვილმა ჰუმანური ნაბიჯი გადადგა და 613 პატიმარი შეიწყალა.

თქვა ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ ივანიშვილის პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ 613 მსჯავრდებულის შეწყალებაზე.

კომენტარები