სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ საქართველოში 2% შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით სურსათსა და უალკოჰოლო სასმელზე ფასი 3%-ით გაიზარდა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე:
- ბოსტნეული და ბაღჩეული (+13.2%)
- ყავა, ჩაი, კაკაო - (+11.5%)
- ზეთი და ცხიმი (+10.9%)
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (+3.9%)
- მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (+4.8%)
- თევზეული (+1.9%)
ამასთან, საქტატი ირწმუნება, რომ ფასები 0.4%-ით შემცირდა რძის, ყველის და კვერცხის ქვეჯგუფზე, ხოლო 1.3%-ით ხილსა და ყურძენზე.
საქსტატის ცნობითვე, წინა წელთან შედარებით, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე ფასი - 6.2%-ით გაიზარდა. განათლება 5.1%-ით გაძვირდა, სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 6.8%-ით, ჯანდაცვა - 3.8%-ით, დასვენება/გართობა/კულტურა - 1%-ით, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - 0.5%-ით.
ერთ წელში ფასი ყველაზე მეტად კავშირგაბმულობაზე შემცირდა - 12.5%-ით. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 1.0%-ით გაიაფდა, ავეჯი/საოჯახო ნივთები/სახლის მოვლა 1.2%-ით.-ით, ტრანსპორტი კი - 1%-ით.





