თბილისის თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც წერია, რომ შსს-ს თანამშრომლებმა უნივერსიტეტების ეზო უკანონოდ დაიკავეს და კერძო ტერიტორიაზე უნივერსიტეტების ადმინისტრაციის ნებართვის, გაფრთხილებისა და განმარტების გარეშე შეიჭრნენ.
"დღეს ე.წ. სამართალდამცავებმა უკანონოდ დაიკავეს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ეზო. ისინი კერძო ტერიტორიაზე შემოიჭრნენ უნივერსიტეტების ადმინისტრაციის ნებართვის, წინასწარი გაფრთხილებისა და ახსნა-განმარტების გარეშე.
ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო ევროპულ მომავალს იმსახურებს. გავიმარჯვებთ სახელოვნად!" - წერია უნივერსიტეტის განცხადებაში.





