ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

აქციაზე, სავარაუდოდ, რამდენიმე ადამიანი დააკავეს, მათ შორის, ნიკა მელია და გიგი უგულავა

TV ფორმულა

თბილისი მოლთან მიმდინარე აქციაზე, სავარაუდოდ, კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია და გიგი უგულავა დააკავეს. 

სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აქციაზე, სავარაუდოდ, დააკავეს ასევე კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კირთაძე და ენმ-ს წევრი, დიმიტრი ბიძინაშვილი. 

ტაბულა შსს-ს დაუკავშირდა. მასალა ინფორმაციის მიღებისთანავე განახლდება. 

2 თებერვალს, 16:00 საათზე თბილისი მოლის მიმდებარედ საპროტესტო მარშების გაერთიანება და რამდენიმე საათით დიღმის გზის გადაკეტვა იგეგმებოდა. 

კომენტარები