ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

გრეგოროვა ივანიშვილის რეჟიმზე: ვისურვებდი, უფრო მკაცრი სანქციები მენახა ევროსაბჭოსგან

პირადად ჩემი აზრით, ეს სუსტი პოლიტიკური გზავნილი იყო, ვისურვებდი, რომ გაცილებით უფრო მკაცრი ზომები და შეთანხმებული სანქციები მენახა საქართველოს მოქალაქეების მიმართ ძალადობის ჩამდენი პირების და მათგან ევროპული მომავლის წამრთმევი, თუ არჩევნების დამრღვევი პირების წინააღმდეგ.

თუმცა, იმის გათვალისწინებით, როგორაა აზრი გაყოფილი ევროსაბჭოში ამ თემასთან დაკავშირებით და რომ არიან ძალები, ვინც მეტად მხარს უჭერს რუსულ გზას, მაგალითად სლოვაკეთი და უნგრეთი, ეს რაღაც ნაბიჯი მაინცაა. ესაა [ნაბიჯი] დემონსტრანტების და იმ ადამიანების მხარდასაჭერად, ვისაც ევროპული მომავალი უნდა.

ამბობს ევროპარლამენტარი, მარკეტა გრეგოროვა Voice of America-სთან ინტერვიუში. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 29 იანვარს მიიღო რეზოლუცია, რომელიც ქართული ოცნებისგან ვადამდელი არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს. ამავე დოკუმენტში საუბარია ოცნების დელეგატებზე შეზღუდვების დაწესებაზე. 

კომენტარები