ლარი დოლართან 1.98 თეთრით გამყარდა, ევროსთან - 2.78 თეთრით. 31 იანვრის ვაჭრობის შედეგებით, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8563 ლარია, ერთი ევროსი - 2.9651 ლარი.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.89 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.01 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.85 ლარია, ევროსი - 2.96 ლარი.
მას შემდეგ, რაც ივანიშვილის მთავრობამ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესი 2028 წლის ბოლომდე შეაჩერა, ეროვნული ვალუტის კურსი მერყეობს. გასულ კვირაში ლარი ხუთივე ვაჭრობისას გაუფასურდა.