მე უკვე მეცხრედ ვმონაწილეობ არჩევნებში, წინა არჩევნებთან შედარებით, ეს არჩევნები ალბათ საუკეთესო იყო. შედეგები არ გაკვირვებია მოსახლეობის უმრავლესობას. ჩემი წინამორბედი ამტკიცებს, რომ ქართულმა ოცნებამ არჩევნები გააყალბა და ამის უკან რუსული სპეცსამსახურები იდგნენ. ეს აიტაცა მსოფლიო მედიამ. ასეთი დეზინფორმაციის გავრცელება მიუღებელია ქვეყნის პრეზიდენტისგან. საერთაშორისო მედია ინტერვიუებს იღებდა ჩემი წინამორბედისგან და ავრცელებდნენ მხოლოდ მის აზრებს, არავის უცდია ხელისუფლების პოზიციების გაგება. ევროპელებისთვის ეს ისმოდა, როგორც სარწმუნო, ეს ხომ ევროპელი მოქალაქეების შეურაცხყოფაა.
საპრეზიდენტო არქივის დათვალიერების შედეგად ვრწმუნდებით, ეს ყველაფერი მას [ზურაბიშვილს] არჩევნებამდე ჰქონდა დაგეგმილი. პროკურატურას არჩევნების გაყალბების არცერთი მტკიცებულება არ წარედგინა. ეუთოს საბოლოო დასკვნაც ამბობს, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა. მოქალაქეებს ჰქონდათ თავისუფალი არჩევანი. ეს არის რეალობა. ვერავინ იტყვის, რომ მიხეილ ყაველაშვილი არაკანონიერად იქნა არჩეული.
სიმართლეს არ შეესაბამება, რომ ვიღაც, როგორც მონა, ისე აძლევს ხმას ქართულ ოცნებას. მოქალაქეები კრიტიკულნი არიან, თუმცა, მათთვისაც მშვიდობა, სტაბილურობა და მიზანმიმართული სვლა ევროპისკენ მნიშვნელოვანია. ამას ალტერნატივა არ აქვს. რომ არსებულიყო ნორმალური ოპოზიცია, რომელიც დააკმაყოფილებდა ქართველი ხალხის მოთხოვნებს, მაშინ იქნებოდა ის კონკურენტუნარიანი და შეძლებდნენ ქართული ოცნების შეცვლას. ძალები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ჩვენი ევროკავშირში შეყვანა უნდათ, პირიქით, აზიანებენ მიზანს