ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ბათუმში პოლიციამ აქციის მონაწილეების კარავი გაიტაცა

კადრი ვიდეოდან/ბათუმელები

გასულ ღამეს ბათუმში პროტესტის 63-ე დღეს აქციის მონაწილეებმა საკონსტიტუციო სასამართლოსთან, ტროტუარზე, განათავსეს კარავის კონსტრუქცია, რომელიც პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა და გაიტაცა - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ბათუმელები ავრცელებს. 

პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, შემთხვევის შემდეგ აქციაზე კიდევ ორი შედარებით მცირე ზომის კარავი მიიტანეს და გაშალეს. კარვებში პროტესტის მონაწილეთა ჯგუფმა ღამე გაათენა. 

როგორც გამოცემა წერს, წუხელ აქციასთან ახლოს მდებარე ქუჩებზე ორჯერ გამოჩნდა შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმი, თუმცა ისინი აქციის მონაწილეებს არ მიახლოებიან. 

კომენტარები