TV პირველის ცნობით, თბილისში, რიყის პარკში მე-8 კლასელი მოზარდი ღია თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. არხის ინფორმაციით, ადგილზე არც გამაფრთხილებელი ნიშნები იყო და არც უსაფრთხოების ზომები იყო დაცული.
TV პირველის ცნობით, ადგილზე 30 წუთის განმავლობაში არც სასწრაფო მისულა და არც პოლიცია. არხის ინფორმაციით, მოზარდის გადარჩენას მისი მეგობრები ცდილობდნენ, მაგრამ მისი ამოყვანა ვერ შეძლეს, რადგან, მათივე ცნობით, თხრილში დიდი რაოდენობის წყალი და ტალახი იყო.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მოზარდის დაღუპვასთან დაკავშირებით, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
TV პირველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თბილისის მერია გამოეხმაურა. მერიაში ამბობენ, რომ ეს ინფორმაცია სიცრუეა და უბედური შემთხვევა ერთ-ერთ კერძო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობაში მოხდა.





