დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

მოსამართლემ ტრამპის ბრძანება ფედერალური დაფინანსების გაყინვის შესახებ დროებით დაბლოკა

აშშ-ში სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანება, ასობით მილიარდი დოლარის ფედერალური დაფინანსების გაყინვის შესახებ, ბრძანების ძალაში შესვლამდე რამდენიმე წუთით ადრე დროებით დაბლოკა

მოსამართლე ლორენ ალიხანმა ფედერალური დახმარების გაყინვის 2 თებერვლამდე შეჩერების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც წინა დღით ორგანიზაციების ჯგუფმა, რომლებიც ფედერალურ გრანტებს იღებდნენ, სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. 

სარჩელში აღნიშნულია, რომ თეთრის სახლის მიერ უკვე დამტკიცებული დაფინანსებების დროებითი გაყინვა კანონსაწინააღმდეგოა. 

მოსამართლის თქმით, გადაწყვეტილება 2 თებერვალს ჩანიშნულ სხდომაზე ბრალდების მხარის არგუმენტების მოსმენამდე, "სტატუს-კვოს შენარჩუნების" მიზნით მიიღო. 

მანამდე, თეთრი სახლის საბიუჯეტო ოფისმა სააგენტოებს დაავალა, რომ "დროებით შეეჩერებინა ყველა აქტივობა, რომელიც ფედერალური ფინანსური დახმარების დამტკიცებასთან ან გაცემასთან იყო დაკავშირებული". 

საბიუჯეტო ოფისმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ახალი ადმინისტრაციისთვის გარკვეული დროის მიცემას ისახავდა მიზნად, რათა შეეფასებინა, არსებული ფედერალური გრანტები და სესხები შესაბამისობაში იყო თუ არა ადმინისტრაციის დღის წესრიგთან. 

თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა თავის პირველ პრესბრიფინგზე განაცხადა, რომ დაფინანსებების დროებითი შეჩერებაში "გადასახადებით აკრეფილი დოლარების კარგი მართვა" გამოიხატებოდა. 

ლევიტმა ასევე დაამატა, რომ დაფინანსების შეჩერება მთავრობას საშუალებას მისცემდა, შეემცირებინა ფულის ხარჯვა ე.წ. Woke საკითხებზე, მათ შორის, გენდერულ საკითხებსა და მრავალფეროვნების პროგრამებზე. 

კომენტარები