არჩევნები 2024

ხაზარაძე: დროა, პოლიტიკურმა პარტიებმა აიღონ ის დღის წესრიგი, რომელსაც ჩვენ ვთავაზობდით

კი, პოლიტიკური პროცესი ჩანაცვლდა საერთო-სახალხო პროცესით, მაგრამ მე მგონი, დროა, პოლიტიკურმა პარტიებმა, განსაკუთრებით ბარიერგადალახულმა ოთხმა კოალიციამ აიღოს ის დღის წესრიგი, რომელსაც ჩვენ ვთავაზობდით.

[ალტერნატიული პარლამენტი] აუცილებლად, დიახ, იმიტომ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ძირითადი კითხვა იყო, რა არის გეგმა და გეგმა არის ერთიანობა, გეგმა არის ერთიანი ფრონტის შექმნა არამხოლოდ პოლიტიკური პარტიების, არამედ საზოგადოებასთან ერთიანობა, გეგმა არის პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ და ამას სჭირდება პოლიტიკური კოალიციების ერთად მუშაობა.

ამბობს ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე TV პირველის ეთერში.

26 ოქტომბრის არჩევნებიდან 28 ნოემბრამდე პერიოდში მამუკა ხაზარაძე სახალხო პარლამენტის შექმნის ინიციატივით გამოდიოდა. ის ამბობდა, რომ უნდა შეიქმნას "ალტერნატიული პარლამენტი, რომელიც უნდა აღიარონ საერთაშორისო პარტნიორებმა".

კომენტარები