რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ ოკუპირებული რეგიონებიდან კიდევ 5 ბავშვი დაიბრუნა

ფოტო: Sergey Bobok/AFP

უკრაინის სახალხო დამცველის, დმიტრო ლუბინეცის ინფორმაციით, 5 ბავშვი რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინის კონტროლირებულ ტერიტორიაზე დააბრუნეს.

ბავშვები ლუგანსკის, დონეცკისა და ხერსონის დროებით ოკუპირებული რეგიონებიდან დააბრუნეს. ყველაზე უმცროსი ბავშვი 1.5 წლისაა.

ამასთან დაკავშირებით ომბუდსმენი თავის Telegram-არხზე ავრცელებს.

"როგორც იქნა, ოჯახებს შეეძლებათ თავად აირჩიონ საკუთარი მომავალი და იგრძნონ, როგორ აღადგენს უკრაინა მათ ადამიანის უფლებებს. ისინი საბოლოოდ მიიღებენ საჭირო სამედიცინო დახმარებას, შეძლებენ განათლების მიღებას და განახორციელებენ პირად გეგმებს" - აღნიშნა დმიტრო ლუბინეცმა.

ასევე, მისი თქმით, ომბუდსმენის ოფისს ტყვეობიდან გათავისუფლებულმა სამხედრო მოსამსახურემ მიმართა. ქალმა სახალხო დამცველს დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე თავისი შვილის დაბრუნებაში დახმარება სთხოვა. ამჟამად გოგონა უკვე დედასთან ერთად იმყოფება.

კომენტარები