მზია ამაღლობელის საქმე

ჰერჩინსკი: მზია ამაღლობელის საქმე აღმაშფოთებელია - მისი შიმშილობით შოკირებული ვარ

მზია ამაღლობელის შიმშილობით შოკირებული ვარ. უკვე 17 დღეა, შუახნის ქალი სისხლის სამართლის ბრალდებით წინასწარ პატიმრობაშია. ბრალად პოლიციელზე თავდასხმა ედება - როცა ტელევიზიით ყველამ ვნახეთ სასტიკი ცემის კადრები. ნიღბიანი მამაკაცების მიერ ქალების ცემას ვგულისხმობ, მათგან კი ბრალი არავის წაუყენეს, ეს უპრეცედენტოა [...]

მიმდინარე დაშინება, ძალადობა, არაპროპორციული ძალის გამოყენება, სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის შემცირება და მზია ამაღლობელის საქმე აღმაშფოთებელია - სისხლის სამართლის ბრალდებით წინასწარი პატიმრობა შუახნის ქალისთვის, რომელმაც თითქოსდა პოლიციელს სცემა. იმედი მაქვს, ეს მალე დასრულდება და ის ადამიანები, ვინც რეალურად არიან პასუხისმგებელი ძალადობაზე, ხალხის დევნასა და ცემაზე, მათ შორის მედიის წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების მიმართ, დაისჯებიან და სამართლიანობა აღსრულდება.

თქვა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ. ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი მე-17 დღეა, შიმშილობს. 

კომენტარები