21 იანვარს, თურქეთში, ქალაქ ბოლუში მდებარე სასტუმრო Grand Kartal-ში გაჩენილ ხანძარს ქართველი ემიგრანტი ემსვერპლა. ინფორმაცია ტაბულას საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
კარტალკაიას კურორტზე მდებარე სასტუმროში ხანძრის გაჩენის დროს 234 დამსვენებელი იმყოფებოდა. დაღუპულია 78 ადამიანი.
სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის სასტუმროს მფლობელი, ჰალიტ ერგიული.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი 12-სართულიანი შენობის მეოთხე სართულზე, სასტუმროს რესტორანში გაჩნდა.





