21 იანვარს, თურქეთში, ქალაქ ბოლუში მდებარე სასტუმრო Grand Kartal-ში ხანძარი გაჩნდა.
ხანძრის შედეგად დაიღუპა 78 ადამიანი. გამოძიების მსვლელობისას, სამართალდამცავებმა 15 პირი დააკავეს, მათ შორის სასტუმროს მფლობელი ჰალიტ ერგიული.
ერგიულის მტკიცებით, ხანძარი პერსონალის დაუდევრობით გაჩნდა. სასტუმროს მფლობელი მთავარ პასუხისმგებლობას შეფ-მზარეულს, ელექტრიკოსს და დაცვის სამსახურის წევრებს აკისრებს.
სასამართლოზე ერგიულმა თქვა, რომ შეფ-მზარეული პასუხისმგებელია ელექტრო მოწყობილობებზე, რომლებიც სამზარეულოშია განთავსებული, ხოლო სახანძრო სიგნალიზაციაზე წვდომა სასტუმროს ელექტრიკოსს აქვს.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, განაცხადა, რომ ქვეყნის სასამართლო სისტემა ყველა ძალას ხმარობს, რომ მაქსიმალურად სწრაფად გაარკვიოს ხანძრის გაჩენის მიზეზები.