ხანძარი თურქეთში

თურქეთის სამთო კურორტზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 76-მდე გაიზარდა

თურქეთში, ანკარაში, სამთო კურორტზე ერთ-ერთ სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 76-მდე გაიზარდა, 51 ადამიანი კი დაშვებულია.

კარტალკაიას კურორტზე მდებარე სასტუმროში ხანძრის გაჩენის დროს 234 დამსვენებელი იმყოფებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი 12-სართულიანი შენობის მეოთხე სართულზე, სასტუმროს რესტორანში გაჩნდა.

გამოცემა Skynews-ის ინფორმაციით, როგორც თურქეთის იუსტიციის მდივანმა განაცხადა, მომხდარზე 4 ადამიანია დაკავებული - მათ შორის სასტუმროს მფლობელი.

ცნობისთვის, თურქეთის ტურიზმის სამინისტროს განცხადებით, სასტუმროში უსაფრთხოების დონე ბოლოს 2024 წელს შემოწმდა და შენობას სახანძრო უსაფრთხოების ზომები დაცული ჰქონდა. უწყების ცნობით, სასტუმროს ორი სახანძრო გასასვლელი ჰქონდა.

სასტუმროს ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, მათ 30-დან 35-მდე ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

კომენტარები