ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ველდკამპი: დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზოს შეჩერება მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია

ნიდერლანდები ყოველთვის ემხრობოდა პერსონალურ სანქციებს მათთვის, ვინც პასუხისმგებელია რეპრესიებში. ამჟამად, საჭიროა საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია. ძალიან ვღელავ ჟურნალისტების თავისუფლებაზე. სწორედ ამიტომ, ნიდერლანდებმა დამატებითი რესურსები გამოყო ჟურნალისტების დასაცავად, ასევე მათთვის, ვინც დააკავეს რეპრესიების დროს. ჩვენ ვდგავართ მათ გვერდით, ვისაც სურს, საქართველოს ევროპული გზისთვის იმუშაოს. კრიტიკულად ვაფასებთ გამართულ არჩევნებს, მათ შორის, ODIHR-ის ანგარიშის გათვალისწინებით. 

ამბობს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, კასპარ ველდკამპი ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე ჟურნალისტებთან.

კომენტარები