ბათუმი

ბათუმში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ბათუმში, გოროდოკის დასახლებაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა Ajara Times-მა გაავრცელა. ტაბულას მომხდარის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ. 

მამაკაცი, სავარაუდოდ, მოკლულია. გამოცემის ინფორმაციით, ცხედარს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც ადამიანის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

კომენტარები