ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

მოსამართლე დავით მგელიაშვილმა გიორგი ახობაძე პატიმრობაში დატოვა

კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი

ექიმი გიორგი ახობაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მგელიაშვილმა პატიმრობაში დატოვა.

ახობაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამბობს, რომ ჯიბეში ნარკოტიკული საშუალებები შსს-ს თანამშრომელმა ჩაუდო.

"თავს დამნაშავედ არ ვცნობ. ეგ რაღაც, რასაც მაბრალებენ, ჩემ ჯიბეში მე არ მომითავსებია, მათ მოათავსეს. ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ვარ და ვმუშაობდი შესაბამისი მიმართულებით, ბოლო ერთ წლამდე, სანამ დედაჩემს დასჭირდებოდა ჩემი მზრუნველობა, ბოლო ერთი წელი ვუვლიდი ჩემი ცხოვრების მთავარ პაციენტს".- თქვა ახობაძემ სასამართლო პროცესზე.

გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს საპროტესტო აქციიდან სახლში მიმავალი პოლიციამ დააკავა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აღნიშნული მუხლი 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები