ბიძინა ივანიშვილი

კობახიძე: პოლიტიკური ინტერესების გამო შვეიცარულ ბანკებს ივანიშვილის წინააღმდეგ იყენებენ

სრულიად აშკარაა, რომ ამ ყველაფერს აქვს მკაფიოდ პოლიტიკური საფუძველი, თქვენ იცით, რომ ბატონი ბიძინას ანგარიშის ძარცვა დაიწყო 2008 წელს, რაც შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა მიხეილ სააკაშვილთან ყოველგვარ კომუნიკაციაზე.

რაც შეეხება ახალი ეტაპის პრობლემებს, ეს შეიქმნა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, როდესაც საქართველოს მიმართ წამოვიდა კონკრეტული მოთხოვნა, რაზეც ჩვენ არ დავეთანხმეთ შესაბამის სუბიექტებს, და ამასთან დაკავშირებით წარმოექმნა პრობლემები ბატონ ბიძინა ივანიშვილსაც, როდესაც გაიყინა თანხები მის შვეიცარიულ ბანკში. ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური,  საერთაშორისო მედიაში რა კოორდინაციასაც ვხედავთ, რა თქმა უნდა, ამასაც აქვს თავიდან ბოლომდე პოლიტიკური საფუძველი, ეს ყველაფერი გამოიყენებოდა შანტაჟის ინსტრუმენტთან ბატონი ბიძინა ივანოიშვილის წინააღმდეგ, ვხედავთ, რომ ეს პროცესი გრძელდება.

კიდევ ერთხელ უნდა ითქვას ერთი მარტივი რამ - როგორი შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი არცერთ შემთხვევაში არ დათმობს ამ ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს. 2011 წელს ის პოლიტიკურ პროცესში შემოვიდა ძალიან დიდი რისკის ფასად, ყველაფერი გვერდზე გადადო იმის გამო, რომ იმ მომენტში ეს იყო ერთადერთი უალტერნატივო გზა ქვეყნის ინტერესებისთვის.

ასე იყო ეს 2022 წელსაც, მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან სერიოზული ზეწოლა, სერიოზული შანტაჟი, არცერთ ეტაპზე არც კი უფიქრია ვინმეს ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რომელიც ჩვენი ქვეყნის განადგურებასთან იქნებოდა დაკავშირებული. 

შესაბამისად, ცალსახად, ეს არის პოლიტიკური შანტაჟი, სამწუხაროა, რომ ოდესღაც ცნობილი შვეიცარიული საბანკო სისტემა, რომელიც განთქმული იყო თავისი საიმედოობით, დღეს გამოიყენება პოლიტიკური შანტაჟისთვის. ამით ანგრევენ რეალურად თვითონ შვეიცარიულ ბანკებს. მაგალითად, Credit Suisse-ს აქციების ფასი ასჯერ და მეტადაა გაუფასურებული...

ამითაც, რა თქმა უნდა, სარგებლობენ კონკრეტული სუბიექტები, როდესაც იაფად ყიდულობენ შესაბამის აქციებს, ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური კოორდინაციის შედეგი, იყო კონკრეტული ძალიან მძიმე მანკიერი ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც ითვალისწინებდა ჩვენი ქვეყნის რეალურად განადგურებას, მეორე ფრონტის გახსნას და სწორედ ამას უკავშირდება ეს პოლიტიკური ინტერესები, რის გამოც ხდება შვეიცარული ბანკების გამოყენება ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მორიგ განცხადებას ეხმაურება. ივანიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ მორიგ განცხადებაში ნათქვამია, რომ "საერთაშორისო მედია კონსულტანტი შეეჯახა პრობლემებს საერთაშორისო მედიაში, მათ შორის, შვეიცარიაში" ივანიშვილსა და ბანკ Julius Baer-ს შორის გაუარესებული ურთიერთობების გაშუქებასთან დაკავშირებით.

კომენტარები