ამერიკის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, ოთხშაბათს, 23 იანვარს, ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ესაუბრა, ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. რუბიომ კიდევ ერთხელ გაამყარა ვაშინგტონის მხარდაჭერა ისრაელის მიმართ. სატელეფონო საუბრისას ასევე განიხილეს ირანის და ღაზაში მყოფი ისრაელი მძევლების საკითხი.
დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, ეს რუბიოს პირველი საუბარი იყო ისრაელთან. ტრამპისა და მისი წინამორბედის, ჯო ბაიდენის, ადმინისტრაციები ისრაელს ღაზასა და ლიბანის კონფლიქტების დროს ყოველთვის მხარს უჭერდნენ.
რუბიომ ხაზი გაუსვა, რომ "ამერიკის მუდმივი მხარდაჭერა ისრაელის მიმართ ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტია," და ასევე ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ ვაშინგტონი "დაუღალავად" იშრომებს, რათა ღაზაში დარჩენილი მძევლების გათავისუფლებას ხელი შეუწყოს, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში





