გიორგი გახარიაზე თავდასხმა

გიორგი გახარია პროკურატურაში იმყოფებოდა

კადრი ვიდეოდან/TV პირველი

პარტია გახარია - საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია პროკურატურაში იმყოფებოდა. 

გახარიას პროკურატურაში მისვლის კადრები TV პირველმა გაავრცელა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა, სავარაუდოდ, გახარიას პროკურატურაში მისვლა ბათუმში მომხდარ თავდასხმას უკავშირდება.

გუშინ, პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ სასტუმრო შერატონში უთხრეს, რომ თავდასხმის ჩანაწერების "ასლი აღარ აქვთ, გამოძიებას სერვერებიანად გაატანეს".

15 იანვარს, ქალაქ ბათუმში პარტია საქართველოსთვის ლიდერს, გიორგი გახარიას და ზვიად ქორიძეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ  ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, გიორგი მანველიძე სხვა პირებთან ერთად.

შსს-მ გახარიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

სასტუმრო შერატონის წარმომადგენლის ცნობით, თავდასხმის ამსახველი ჩანაწერები სრულად აქვთ და ოფიციალური მომართვის შემდეგ უწყებებს გამოძიებისთვის გადასცემენ

პარტია ჩანაწერების გასაჯაროვებას მოითხოვს.

კომენტარები